ჩემპიონთა ლიგა. III ტური: მესიმ მიჯრით მე-15 სეზონში გაიტანა, "ლივერპულმა" "გენკი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.

E ჯგუფი

"ლივერპულმა" გასვლაზე 4:1 მოუგო "გენკს" და 6 ქულით მეორე ადგილზეა.

მანემ 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 9 გოლით მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა უკანასკნელ წელიწად-ნახევარში პირველად გაიტანა და ბოლო 3 წელიწადში პირველად შეასრულა დუბლი.

გენკი. "ლუმინუს არენა"
გენკი - ლივერპული 1:4
გოლები: 0:1 ოქსლეიდ-ჩემბერლინი (2), 0:2 ოქსლეიდ-ჩემბერლინი (57), 0:3 მანე (77), 0:4 სალაჰი (87), 1:4 ოდეი (88)


"ნაპოლიმ" სტუმრად 3:2 სძლია "ზალცბურგს" და 7
ქულით ჯგუფის ლიდერია.

მერტენსმა დუბლი შეასრულა "ნაპოლიში" და გუნდში მარადონას გატანილი გოლებით გადაასწრო - მის ანგარიშზე 116 გოლია. მეტი მხოლოდ ჰამშიკმა გაიტანა - 121.

19 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ჰოლანმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე კლუბში 13 მატჩში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ნაპოლი 2:3
გოლები: 0:1 მერტენსი (17), 1:1 ჰოლანი (40), 1:2 მერტენსი (64), 2:2 ჰოლანი (72), 2:3 ინსინიე (73)


F ჯგუფი
"ინტერმა" 2:0 სძლია "დორტმუნდს" და მასთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მარტინესი (22), 2:0 კანდრევა (89)


"ბარსელონამ" ჩეხეთში 2:1 მოუგო "სლავიას" და ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს.

მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ 15 სეზონში გაიტანა გოლი.

პრაღა. "სინობო"
სლავია - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 მესი (3), 1:1 ბორი (50), 1:2 ოლიანკა (57, საკ. კარში)


G ჯგუფი
"ლაიპციგმა" 2:1 დაამარცხა "ზენიტი" და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა.

ლაიპციგი. "რედ ბული"
ლაიპციგი - ზენიტი 2:1
გოლები: 0:1 რაკიცკი (25), 1:1 ლამიერი (49), 2:1 ზაბიტცერი (59)


"ბენფიკამ" საკუთარ მოედანზე 2:1 კი მოუგო "ლიონს", მაგრამ 3 ქულით ჯერ კიდევ აუტსაიდერია.

დეპაიმ ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ლიონი 2:1
გოლები: 1:0 რაფა სილვა (4), 1:1 დეპაი (70), 2:1 პიცი (85)


H ჯგუფი
"ჩელსიმ" გაიმარჯვა და "აიაქსის" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - ჩელსი 0:1
გოლი: ბატშუაი (86)


"ვალენსიამ" სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა "ლილთან" და 4 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ლილი. "პიერ მორუა"
ლილი - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ჩერიშევი (63), 1:1 იკონე (90+5)
გაძევება: დიაკაბი (84, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოჰ, მესი რა ხარ? სულ, რომ ფორმაში არ იყო (ამ ტრამვებს ვგულისხმობ, რომლებმაც გააცდევინა რამოდენიმე თვეები) მაინც პატარა მინი სანახაობებს გვიწყობ!
ლაშა
11:03 24-10-2019
0
„ჩელსიმ" გაიმარჯვა და ტურნირზე "აიაქსის" 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა“

სად და რომელ ტურნირზე დააგროვა აიაქსმა 19 წაუგებელი მატჩი? ლიგაზე შანშან ნახევარფინალში სახლში ტოტენჰემთან წაგების შემდეგ, 19 მატჩი ყველა ტურნირზე ერთად აღებული არ უთამაშია და საიდან მოიტანეთ?
ქომაგი
09:46 24-10-2019
0

სიახლეები პოპულარული