"აიაქსი" ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსის" სტუმრად 4:1-ს უგებდა, რის შემდეგაც იტალიელმა მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ამსტერდამელები - დელი ბლინდი და იოელ ველტმანი გააძევა, მათ კარში პენალტი დანიშნა და საბოლოოდ მასპინძლებმა ფრეს მიაღწიეს (4:4).
შეხვედრის დასრულების შემდეგ ველტმანი აღშფოთებას ვერ მალავდა.
"ასეთი რამ კარიერაში პირველად შემემთხვა. ამას ვერ წარმოვიდგენდი. პენალტის დანიშვნის მომენტში, როდესაც ბურთი მომხვდა, ხელი გაშლილი არ მქონდა. მსაჯები ადრე მეუბნებოდნენ, რომ ეს წესების დარღვევა არ იყო.
თუმცა, თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნა, რატომ გამაძევა?", - შესჩივლა ველტმანმა ad.nl-ის.