6 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები ჩატარდა.
A ჯგუფი
"რეალმა" სახლში უპრობლემოდ სძლია "გალათასარაის" და 7 ქულით მეორე ადგილზეა.
ბენზემას ტურნირზე ზედიზედ მე-15 სეზონში გააქვს გოლი - ადრე ეს მესიმ მოახერხა.
როდრიგომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ბრაზილიელია - 18 წლის და 301 დღის. მან დუბლი 6 წუთსა და 14 წამში შეასრულა, რაც ტურნირის რეკორდია.
მარსელომ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 42-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია
მისი ტრავმა.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 65 492 მაყურებელი
რეალი - გალათასარაი 6:0
გოლები: 1:0 როდრიგო (4), 2:0 როდრიგო (7), 3:0 რამოსი (14, პენ), 4:0 ბენზემა (45), 5:0 ბენზემა (85), 6:0 როდრიგო (90+2)
პსჟ-მა საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "ბრიუგეს" და პლეი-ოფში გავიდა.
მაურო იკარდიმ ჩემპიონთა ლიგის 10 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
პარიზი. "პარკ დე პრენსი". 47 418 მაყურებელი
პსჟ - ბრიუგე 1:0
გოლი: იკარდი (21)
B ჯგუფი
"ტოტენჰემმა" გასვლაზე მოუგო "ცრვენა ზვეზდას" და 7 ქულით მეორე პოზიცია უკავია.
სონმა, რომელსაც ანდრე გომეშის ტრავმის შემდეგ ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, დუბლი შეასრულა. მან გოლები არ აღნიშნა და გომეშისადმი ბოდიშის მოსახდელი ჟესტი გააკეთა!
ლო ჩელსომ "ტოტენჰემის" სასტარტოში თამაშისას პირველად გაიტანა გოლი.
ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი". 42 381 მაყურებელი
ცრვენა ზვეზდა - ტოტენჰემი 0:4
გოლები: 0:1 ლო ჩელსო (34), 0:2 ჰინ-მინ სონი (57), 0:3 ჰინ-მინ სონი (61), 0:4 ერიკსენი (85)
C ჯგუფი
"მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ატალანტასთან" ფრეს დასჯერდა (1:1) და 10 ქულით ლიდერია.
შეცვლაზე შესული მეკარე ბრავო მსაჯმა 81-ე წუთზე გააძევა და მის ნაცვლად კარში მცველი უოკერი ჩადგა, რომელმაც რამდენიმე ბურთი მოიგერია და გოლი არ გაუშვა.
"სიტიმ" გვარდიოლას ხელმძღვანელობით მე-600 მატჩი ჩაატარა და მათი 75% მოიგო.
სტერლინგმა ჩემპიონთა ლიგაზე "სიტიში" ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მილანი. "სან სირო". 34 326 მაყურებელი
ატალანტა - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 სტერლინგი (7), 1:1 პაშალიჩი (49)
გაძევება: ბრავო (81, სიტი)
"შახტარმა" ნამდვილი სასწაული მოახდინა ზაგრებში - კომპენსირებულ დროში 2 გოლი გაიტანა და ფრეს მიაღწია.
ბოლო წამებზე მეტოქის საჯარიმოში დონეცკელთა მეკარე ანდრეი პიატოვი წააქციეს. მსაჯმა ფელიქს ბრიხმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ტეტემ გამოიყენა.
დონბასური გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.
ზაგრები. "მაკსიმირი". 28 316 მაყურებელი
დინამო - შახტარი 3:3
გოლები: 0:1 პატრიკი (13), 1:1 პეტკოვიჩი (25), 2:1 ივანუსეჩი (83), 3:1 ადემი (89), 3:2 მორაესი (90+3), 3:3 ტეტე (90+8, პენ)
გაძევება: მორო (74, დინამო), მარლოსი (79, შახტარი)
D ჯგუფი
აქამდე უქულოდ მყოფმა "ლევერკუზენმა" სახლში "ატლეტიკო" 2:1 დაამარცხა და 3 ქულით მეორე ადგილზეა.
შეწყდა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "ატლეტიკოს" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ლევერკუზენი. "ბაიარენა". 28 160 მაყურებელი
ლევერკუზენი - ატლეტიკო 2:1
გოლები: პარტი (41, საკ. კარში), 2:0 ფოლანდი (55), 2:1 მორატა (90+4)