"რეალის" ფანები ნეიმარს შეძახილებით შეხვდნენ: "წაეთრიე ბარსაში!"

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "რეალის" ფანები პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს შეძახილებით შეხვდნენ, რომელიც გუნდთან ერთად მადრიდში "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ჩავიდა.

როდესაც ბრაზილიელი ავტობუსიდან გადავიდა, ფანებმა დაუყვირეს: "წაეთრიე ბარსაში!" თუმცა ფეხბურთელს ყურსასმენები ეკეთა, ვერაფერი გაიგო და გულშემტკივართა შეძახილებზე რეაქცია არ მოუხდენია.

ნეიმარი ადრე "ბარსელონაში" თამაშობდა, ამ ზაფხულს კი მის გადაბირებას "ბარსა" და "რეალი" უშედეგოდ ცდილობდნენ.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ის 6 მატჩში (ყველა ძირითად შემადგენლობაში) 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ დაწერა ეს სტატია, გამოიძინე ერთი ძმურად კარგად :) :) :) რა ატლეტიკო :)
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული