თომას ტუხელი ნეიმარის მადრიდში წასვლაზე: არა მგონია, ამის გამო ჭკუიდან უნდა გადავიდე

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელი თომას ტუხელი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ნეიმარი მადრიდში დევისის თასის მატჩების საყურებლად გაემგზავრა.

"ამ სიტუაციაში რა უნდა გავაკეთო? მე მისი მამა ან პოლიციელი კი არა, არამედ  მხოლოდ მწვრთნელი ვარ. სამშაბათ ღამით დაბრუნების შემდეგ მან კარგად ივარჯიშა. რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელს, ეს არ მომწონს, თუმცა, არა მგონია, ამის გამო ჭკუიდან უნდა გადავიდე. კარგად ივარჯიშა.

მან ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავისი მოვალეობები პროფესიონალურად შეასრულა, სხვებზე მეტად თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. გუნდთან ერთად და დამატებით ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
თუ ყველაფერი კარგად იქნა, ხვალ "ლილთან" თამაშს შეძლებს, მაგრამ გადაწყვეტილებას დილით მივიღებთ - სასტარტოში დავაყენებთ თუ შეცვლაზე შევუშვებთ", - ციტირებს ტუხელს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული