იურგენ კლოპი თარჯიმანს: თქვენ ყურადღებით მოსმენა გმართებთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე "ზალცბურგთან" გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე თარჯიმნის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

მთარგმნელმა "წითლების" კაპიტან ჯორდან ჰენდერსონის სიტყვები ინგლისურიდან გერმანულად არაზუსტად თარგმნა. მან თქვა, რომ ჰენდერსონი "ზალცბურგთან" ადვილ შეხვედრას ელოდება, რაც კლოპს არ მოეწონა.

"საშინლად ცუდია, როცა მთარგმნელის გვერდით გერმანულენოვანი მწვრთნელი ზის. შეკითხვა ასეთი იყო, დაგვეხმარება თუ არა წინა წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება, რადგან მსგავსი რთული სიტუაციებიდან ხშირად გამოვსულვართ.

ჰენდერსონს არ უთქვამს, რომ ჩვენ ამ შეხვედრაში დაძაბულები ვიქნებით. ვაანალიზებთ, რომ ადვილი თამაში არ გველოდება და სხვა,
ჩვეულებრივი რამეები თქვა.

თქვენ (თარჯიმანს) ყურადღებით მოსმენა გმართებთ. თუ არა და, ამის გაკეთება მე შემიძლია. ეს არც ისე რთულია", - თქვა კლოპმა გერმანულად.

ამის შემდეგ იურგენი ინგლისურ ენაზე გადავიდა და იხუმრა: "ხომ ხედავთ, უკვე საბრძოლო განწყობა მაქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული