ანსუ ფატი: გოლი რომ გავიტანე, სიჩუმემ გამაკვირვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ "ინტერს" გოლი გაუტანა და ჯგუფში ჩატოვა. ის ტურნირზე გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და ნამატჩევს შემდეგი განაცხადა.

"მითხრეს, რომ რეკორდი დავამყარე. ძალიან ბედნიერი ვარ. გავიტანე და ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა.

ეს ოცნებაა. ყველაფერი სწრაფად ხდება. უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ და საუკეთესოებისგან ვსწავლობ. ყოველთვის, როდესაც შანსს მაძლევენ, ვცდილობ, გამოვიყენო. ბევრს ვშრომობ.

გოლის მომენტში ბურთი სუარესს მივაწოდე, მან დამიბრუნა და როდესაც გავიტანე, სიჩუმემ გამაკვირვა. მთელი სტადიონი დადუმდა. გავიფიქრე: "ეს რა გავაკეთე?" ძალიან ბედნიერი ვიყავი", - ციტირებს ფატის
ESPN.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული