ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: ფატიმ "ინტერი", "ვალენსიამ" კი "აიაქსი" გააგდო - "ლიონი" მერვედფინალურ მატარებელს შეახტა [VIDEO]

AutoSharing Option
10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა.

ყველა შეხვედრაში დაძაბულობა უკანასკნელ წუთამდე შენარჩუნებული იყო და მერვედფინალში "ბარსელონა", დორტმუნდის "ბორუსია", "ლაიპციგი", "ლიონი", "ვალენსია" და ლონდონის "ჩელსი" იასპარეზებენ.

F ჯგუფი
"ბარსელონას" ვადამდე ჰქონდა განაღდებული პლეი-ოფის საგზური, სტუმრად "ინტერს" დუბლებით ეთამაშა, არასრულწლოვანი ფატის გოლით 2:1 დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა.

ფატი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 86-ეზე გოლი გაიტანა. მან პერესი შეცვალა, რომელმაც ტურნირზე სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი.

ფატი ტურნირზე გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - 17 წლის და 40
დღის.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 პერესი (23), 1:1 ლუკაკუ (44), 1:2 ფატი (86)


"დორტმუნდმა" სახლში 2:1 სძლია "სლავიას" და მეორე ადგილი დაიკავა.

"დორტმუნდის" ნახევარმცველმა სანჩომ მიჯრით მეხუთე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი - ბოლოს მან უგოლოდ მოედანი 9 ნოემბერს დატოვა.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - სლავია 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (10), 1:1 სოუჩეკი (43), 2:1 ბრანდტი (61)
გაძევება: ვაიგლი (77, დორტმუნდი)


G ჯგუფი
"ბენფიკამ" 3:0 კი დაამარცხა "ზენიტი", მაგრამ მესამე ადგილზე გავიდა, პეტერბურგული გუნდი კი უკანასკნელ პოზიციაზე დარჩა. რუსულმა გუნდებმა ამ სეზონშიც ბოლო ადგილი დაიკავეს.

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ზენიტი 3:0
გოლები: 1:0 ჩერვი (47), 2:0 პიცი (58, პენ), 3:0 აზმუნი (79, საკ. კარში)
გაძევება: დუგლას სანტოსი (56, ზენიტი)

"ლიონმა" 0:2-დან შემოუტრიალა თამაში "ლაიპციგს", ფრეს - 2:2-ს მიაღწია და 1/8-ფინალს უწია.

ლიონი. "გრუაპამა"
ლიონი - ლაიპციგი 2:2
გოლები: 0:1 ფორსბერგი (9, პენ), 0:2 ვერნერი (33, პენ), 1:2 აუარი (50), 2:2 დეპაი (82)

H ჯგუფი
"აიაქსი" "ვალენსიასთან" საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 0:1 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო "ღამურები" ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - ვალენსია 0:1
გოლი: როდრიგო (24)
გაძევება: პაულისტა (90+3, ვალენსია)


"ჩელსიმ" აუტსაიდერ "ლილს" 2:1 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - ლილი  2:1
გოლები: 1:0 აბრაჰამი (19), 2:0 ასპილიკუეტა (35), 2:1 რემი (78)


მკითხველის კომენტარები / 12 /
ბარსელონას მხოლოდ ერთი გოლის ჩვენებით რომ დადეთ მატჩის მიმოხილვა,ეს რა უბედურება იყო კიდევ?
artanuj
16:06 11-12-2019
0
ბარსას ფეხბურთელებო ოღონდ ეს ყვითელი ფორმები მოიცილეთ და მერე მე ვკისრულობ კარგ მაღარიჩს.
koka
15:33 11-12-2019
1

სიახლეები პოპულარული