ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: კვირკველია "ლოკომოტივთან" ერთად მადრიდში იტანჯა - პლეი-ოფში მხოლოდ ტოპ 5-ის გუნდები [VIDEO]

AutoSharing Option
11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა - პირველად ტურნირის ისტორიაში, მერვედფინალში მხოლოდ ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდები გავიდნენ:

"ბარსელონა", "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ლაიპციგი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", პსჟ და "ვალენსია", როგორც გამარჯვებულები, კენჭისყრისას პირველ კალათაში იქნებიან.

მეორე კალათა მეორეადგილოსნებმა დააკომპლექტეს - "დორტმუნდი", "ჩელსი", "ლიონი", "ნაპოლი", "რეალი", "ატლეტიკო", "ტოტენჰემი" და "ატალანტა".

წილისყრა 16 დეკემბერს ჩატარდება. პლეი-ოფში ერთმანეთს ერთი ასოციაციის გუნდები არ შეხვდებიან. პირველი კალათის გუნდები საპასუხო მატჩებს სახლში გამართავენ.

ჯგუფურ ეტაპზე 308 გოლი გავიდა - ეს
რეკორდია. ყველაზე მეტი, 25 გოლი "ბაიერნმა" გაიტანა.

A ჯგუფი
ამ ჯგუფში პირველი და მეორეადგილოსანი გასულ ტურში გაირკვა და მხოლოდ ევროპა ლიგაზე გამსვლელი უნდა გამოვლენილიყო - ეს "ბრიუგეა", "გალათასარაი" კი მომავალ სეზონამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

პსჟ-ის თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ ყველა ტურნირზე 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მათ შორის, 5 ჩემპიონთა ლიგაზე.

ბრიუგე. "იან ბრეიდელი"
ბრიუგე - რეალი 1:3
გოლები: 0:1 როდრიგო (53), 1:1 ვანაკენი (55), 1:2 ვინისიუსი (64), 1:3 მოდრიჩი (90+1)


პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - გალათასარაი 5:0
გოლები: 1:0 იკარდი (32), 2:0 სარაბია (35), 3:0 ნეიმარი (46), 4:0 მბაპე (63), 5:0 კავანი (84, პენ)


B ჯგუფი
ინტრიგა არც ამ ჯგუფში იყო შენარჩუნებული, ევროპა ლიგის "დამამშვიდებელი" საგზური კი "ოლიმპიაკოსმა" მოიპოვა, რომელმაც სახლში "ცრვენა ზვეზდას" მოუგო.

"ბაიერნმა" ტურნირის ისტორიაში პირველად მოიგო ექვსივე მატჩი - 5 წლის წინ ეს "რეალმა" შეძლო.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ტოტენჰემი 3:1
გოლები: 1:0 კომანი (14), 1:1 სესენიონი (20), 2:1 მიულერი (45), 3:1 კოუტინიო (64)


პირეოსი. "კარაისკაკი"
ოლიმპიაკოსი - ცრვენა ზვეზდა 1:0
გოლი: ელ-არაბი (87)
გამოუყენებელი პენალტი: ტომანე (41, ცრვენა ზვეზდა)


D ჯგუფი
"ატლეტიკოს" მერვედფინალში გასასვლელად საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივის" დამარცხება მართებდა და ცალკარა მატჩში უპრობლემოდ სძლია. თანამედროვე ფეხბურთში, ალბათ, ძნელად სანახავია შეხვედრა, სადაც ერთი გუნდი მეორეს ასე სჯაბნის.

"ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საბა კვირკველიამ ითამაშა - მან "ლოკოში" მე-100 მატჩი ჩაატარა.

"ლოკომ" ტურნირზე ზედიზედ მეორე სეზონში წააგო 5 შეხვედრა.

მადრიდი."ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 ფელიქსი (17), 2:0 ფელიპე (54)
გამოუყენებელი პენალტი: ტრიპიერი (2, ატლეტიკო)


"იუვენტუსს" პირველი ადგილი ადრე ჰქონდა განაღდებული. მწვრთნელი მაურიციო სარი ფეხბურთელებს გაეხუმრა, თუ არ მოიგებთ, დაგხოცავთო და მათაც გაიმარჯვეს.

"იუვეს" მეკარე ჯიჯი ბუფონმა 51-ე "მშრალი მატჩი" ჩაატარა - მასზე მეტი მხოლოდ იკერ კასილიასის ანგარიშზეა (57).

2011 წლის შემდეგ პირველად, პლეი-ოფში 3 იტალიური გუნდი გავიდა.

ლევერკუზენი. "ბაი-არენა"
ბაიერი - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (75), 0:2 იგუაინი (90+2)


მკითხველის კომენტარები / 4 /
ორივე პენალტი აჩუქეს ატლეტიკოს!
aburjga
09:22 12-12-2019
1
კვირკველიამ იტანჯა თუ ლოკომოტივმა?ერთ სტატიაში წერთ,რომ იტანჯა და მეორეში,რომ ურიგოდ არ უთამაშიაო.საერთოდ არ გექნებათ მაგის თამაში ნანახი უბრალოდ გუგლ-თრანსლეითით თარგმნით სტატიებს და ტვირთავთ.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული