"ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ სეზონში უკვე 40 მლნ ევრომდე გამოიმუშავა

AutoSharing Option
იტალიურმა "ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლით უკვე გამოიმუშავა 40 მლნ ევრომდე, იტყობინება Calcio e Finanza.

კლუბს სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე მცირე სახელფასო ბიუჯეტი აქვს, თუმცა გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის "ატალანტამ" 23.6 მლნ ევრო გამოიმუშავა, ჯგუფში 6 მატჩისთვის კი - 6.3 მლნ ევრო, ბონუსების სახით 5.4 მლნ ევრო ზაგრების "დინამოსთან" და დონეცკის "შახტართან" მოგებისთვის, ხოლო "მანჩესტერ სიტისთან" ფრის სანაცვლოდ - 900 000 ევრო.

კლუბი ასევე პლეი-ოფში გასვლისთვის 9.5 მლნ ევროს მიიღებს.
"ატალანტას" თანხას მერვედფინალში მონაწილეობისთვისაც მისცემენ.

ეს "ატალანტასთვის" პირველი ასპარეზობაა ჩემპიონთა ლიგაში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული