მაურისიო სარი: ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად სწორედ ამ გუნდს მივიჩნევ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ განაცხადა, თუ მისი აზრით რომელი გუნდი არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი.

"როცა მეკითხებიან, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ვის მივიჩნევ ფავორიტად, მე ეგრევე ვპასუხობ, რომ ეს "მანჩესტერ სიტი" არის. ეს გუნდი მაოცებს. როგორ ჩანს, ისინი წელს ყურადღებას უფრო ევროთასებზე ამახვილებენ, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგაზე", - ციტირებს სარის სიტყვებს Sky Sports-ი.

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში მე-3 პოზიციაზე და პირველ ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩება. 15 დეკემბერს "ქალაქელები" გასვლაზე ლონდონის "არსენალს" ეთამაშებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში 1-ლი ადგილი
დაიკავეს და 1/8-ფინალში გავიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული