"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა და 1/8-ფინალში "ატლეტიკოსთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"საინტერესო წილისყრაა. მართლა ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი მადრიდული გუნდი შეგვხვდებოდა. ასეც მოხდა. ამ ქალაქთან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ახლა იქ "ატლეტიკოსთან" შეხვედრა მოგვიწევს. ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ კენჭისყრას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ფინალში გასვლის ღირსი 4 თუ 5 წყვილია. ასე რომ, ყველაფერი მაგარია. რთული მატჩები იქნება და ასეც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ვამბობ ხოლმე, არა მგონია, მისტერ სიმეონე ოთახში გახარებული დარბოდეს, რომ "ლივერპული" შეხვდა.
რაც შეეხება
"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩვენს წინა მატჩს, მგონი, მაშინ საშინაო გასახდელი გვქონდა. შესაძლოა, ვთხოვოთ, ისევ დაგვითმონ! ეს მართლაც ჩინებული იქნებოდა. იქ "ლივერპულის" ბევრი სიმბოლიკა იყო, თუმცა მგონია, უკვე თავიდან მოიცილეს. ეს შესანიშნავია, მეტი რა უნდა გითხრათ? ამ სტადიონზე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო საღამო გაიმართა. ახლა კი იქ მაქსიმალურად დასახარჯად გამგზავრება მოგვიწევს. შემდეგ "ატლეტიკო" "ენფილდზე" გვეწვევა - ესეც შესანიშნავი ადგილია", - ციტირებს კლოპს "ლივერპულის" საიტი.