მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი და ხოსეპ გვარდიოლასაც შეეხო.
"განსაკუთრებული მომენტი იქნება მის წინააღმდეგ გუნდის გაყვანა. როგორც ფეხბურთელს, გვარდილას წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, თუმცა მწვრთნელობისას ეს პირველი შეხვედრა იქნება.
მე ხოსეპს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მოთამაშეს, ისე მწვრთნელს. მიმაჩნია, რომ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.
მან საკუთარი კარიერის განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცა და ერთი სული მაქვს, როდის შედება ჩვენი შეხვედრა და დუელი,"- განაცხადა ზიზუმ.