მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ არ სურს, ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე შეხვდეს. ესპანელი "ლივერპულსა" და "იუვეს" ლიგის ფავორიტებად თვლის.
"ვფიქრობ, რომ ისინი პსჟ-სთან ერთად ლიგის მთავარი ფავორიტები არიან. რამის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია, მაგრამ ფავორიტებად ამ გუნდებს ვთვლი." - მოჰყავს ესპანელის სიტყვები Football Italia-ს.
"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებულია. გასული წლის ფინალში მათ "ტოტენჰემ ჰოთსპურს" 2:0 სძლიეს.