ჟოზე მოურინიო: "ტოტენჰემი" პისტოლეტია ვაზნების გარეშე

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ლაიპციგთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წაგების (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მოდით, ბიჭების მიმართ ლოიალურები ვიყოთ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. იცით, ლამელამ გუნდთან ერთად რამდენი ვარჯიში ჩაატარა? ნული. ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ 20 წუთი ითამაშა.

თქვენ ჩვენს მდგომარეობას ხედავთ. ეს იგივეა, ბრძოლაში პისტოლეტით ვაზნების გარეშე რომ წახვიდეთ.

გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა, მეკარემ ორჯერ გადაგვარჩინა. 0:1 წაგების გამო არ განვიცდი, ჩვენ იქ მოგება შეგვიძლია. განვიცდი საკადრო პრობლემების გამო.

მოურა სრულად გამოიფიტა, ბერგვეინიც, ლო ჩელსოც. სერიოზული
პრობლემები გვაქვს. თან, ჩემპიონატისა და ინგლისის თასის მატჩები გველის.

დღეს ჩვენ გავითანგეთ, 22 თებერვალს კი "ჩელსის" ვხვდებით, რომლის ფეხბურთელები ახლა ლიმონიან ჩაის სვამენ", - დაიჩივლა პორტუგალიელმა BT Sport-თან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პატრონა არა მატრონა, ვაზნები დაწერეთ.
ირაკლი
10:09 20-02-2020
0
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ტოტენჰემის თამაში, ძალიან დასუსტებულა!!
ზ. გ.
04:51 20-02-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული