"ატალანტას" მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი "ვალენსიის" განადგურების შემდეგ ემოციებს ჟურნალისტებს უზიარებს.
"მშვენიერი შედეგია. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და კიდევ შეგვეძლო რამდენიმე გოლის გატანა. რა თქმა უნდა, 3-გოლიანი უპირატესობა ძალიან კარგია. უფრო ფრთხილები უნდა ვყოფილიყავით, მათი გოლის არიდება შეგვეძლო. მსურს "მესტალიაზე" გოლი გავიტანოთ და პრობლემებს არ წავაწყდეთ. ახლა კი აღნიშვნის და ზეიმის დროა." - ციტირებს მწვრთნელს უეფას საიტი.
გუშინ, 19 თებერვალს, "ატალანტას" ფეხბურთელებმა ესპანელები 4:1 გაანადგურეს. განმეორებითი შეხვედრა 10 მარტს, ესპანეთში გაიმართება.