ჰოლანი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის თავდამსხმელი, ნორვეგიელი ერლინ ჰოლანი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ ეტაპზე "ბორუსიამ" პსჟ-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დუბლის ავტორი სწორედ ჰოლანი იყო. პარიზელების მხრიდან კი ბრაზილიელი ნეიმარი გამოირჩა.

ჰოლანის გარდა, ჯილდოზე ნომინირებულნი იყვნენ: "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მეკარე უგო ლორისი, "ატალანტას" მცველი ჰანს ჰატებური და "ატლეტიკოს" მცველი რენან ლოდი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი სპორტია ფეხბურთი 6 თვის წინ არავინ იცნობდა და დღეს ყველაზე მოთხივნადი ფეხბურთელია ევროპაში და უკვე გრანდები იწყებენ მისთვის ნადირობას იმედი მაქვს ჰალანდის მზგავსად ოდესმე რომელიმე ქართველ ფეხბურთელსაც გაუღიმებს ბედი.
0

სიახლეები პოპულარული