"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მეტოქეზე, კატალონიის "ბარსელონაზე" ისაუბრა.
"ჩვენ იდეალურად უნდა ვითამაშოთ, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. მინდა ვიხილო ისეთი გუნდი, რომელიც მინდორზე თავაწეული გადის, პატივს სცემს მოწინააღმდეგეს და ბოლომდე საბრძოლველად მზადაა.
მესი - დიდებული მოთამაშეა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის არის მისაბაძი. თუმცა მხოლოდ მასზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ "ბარსელონას" ვეთამაშებით.
ხვალ "ნაპოლის" მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოითმინონ და დაეხმარონ პარტნიორებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრების მატჩი გვაქვს და მიზნების მისაღწევად, გამარჯვება გვესაჭიროება", - განაცხადა გატუზომ.
ხვალ, 25
თებერვალს, "ნაპოლი" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.