კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალზე საუბრობს.
"ჩემთვის ეს პირველი მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ, განსაკუთრებული მოტივაცია მაქვს. ძალიან საინტერესოა პლეი-ოფის დაწყება "სან პაოლოზე", - ისტორიულ არენაზე ვნებიანი გულშემატკივრით. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გველოდება. ვიმედოვნებ, ჩვენი თამაში ისტორიული აღმოჩნდება. ვაპირებთ კარგი ფეხბურთის თამაშს და ხასიათის ჩვენებას." - ციტირებს სეტიენს უეფას ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.