ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი მიუნხენის "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"ბაიერნი" - საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა. პრობლემები რომ აგვერიდებინა, იდეალურად უნდა გვეთამაშა. დიდი ხანია ასეთ დონეზე არ გვითამაშია. უნდა გამოვიტანოთ კონკრეტული დასკვნები. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე რა სტილის თამაში გვესაჭიროება. დღეს დავინახეთ, რა დონეზეა "ბაიერნი". ვიცი, რომ 3:0-ს ვაგებთ და ჩვენი მდგომარეობა ცუდია. ახლა ღირსებისთვის უნდა ვიბრძოლოთ." - ციტირებს უეფას პრესსამსახური ინგლისელ სპეციალისტს.
გუშინ, 25 თებერვალს, "ბაიერნმა" "ჩელსი" გასვლაზე 3:0 გაანადგურა. განმეორებითი შეხვედრა უკვე 19 მარტს,
მიუნხენში გაიმართება.