![](https://sportall.ge/pictures/image31/4ae763160d8267361af76a4a74a16120.jpg)
"რეალი" "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მცველ სერხიო რამოსის გაძევებას გაასაჩივრებს, - იტყობინება Cadena Ser-ი.
რამოსმა 86-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსთან ბოლო იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და როგორც მინიმუმ, ერთ შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.
"მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" საპასუხო მატჩი 17 მარტს გაიმართება.