პარიზის პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი პსჟ-სა და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის კორონავირუსის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.
მატჩი სამშაბათს, 10 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პირველ შეხვედრაში გერმანულმა გუნდმა 2:1 იმარჯვა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სპორტული ღონისძიებები ან შედარებით გვიან თარიღზე გადააქვთ, ან საერთოდ აუქმებენ.