პოულსენს 28 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, მე-40 იუბილეს ზეიმობდა და დიდი წვეულება გამართა. თუმცა ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი აღმოაჩნდა და წვეულების დანარჩენ მონაწილეებსაც გადაედოთ. გამონაკლისი არც პოულსენი გახლდათ.
"აიაქსის" პრესსამსახური აცხადებს, რომ კრონავირუსი სამწვრთნელო შტაბის წევრებიდან არავის აქვს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ისინი კარანტინში არიან და სხვებთან კონტაქტი აეკრძალათ.