ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: აქა ამბავი ილიჩიჩისა და "ატალანტას" გმირობისა და "ტოტენჰემის" უმწეობისა [VIDEO]

AutoSharing Option
10 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო განმეორებითი მატჩი გაიმართა და შემდეგ ეტაპზე "ატალანტა" და "ლაიპციგი" დამსახურებულად გავიდნენ.

ანიელის დაწუნებულმა "ატალანტამ" "ვალენსიას" 8 გოლი გაუტანა


მატჩი კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა და ატმოსფეროს შეძლებისდაგვარად შესალამაზებლად, უეფას ნებართვით, მასპინძლებმა სტადიონზე ხმის გამაძლიერებლებით გულშემატკივართა გამამხნევებელი შეძახილები ჩართეს, რომლებიც არენის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა ამან ვერ უშველა. ისე, საინტერესოა, სტადიონს გარეთ კორონავირუსის საფრთხე არ არსებობდა?..

მიუხედავად პირველი შეხვედრის დიდი ანგარიშით, 1:4 წაგებისა, "ღამურები" მაინც არ იტეხდა იხტიბარს, მაგრამ ბერგამოელები ილიჩიჩმა თერთმეტმეტრიანით
დებიუტშივე დააწინაურა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობაც გაირკვა. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.

მოკლედ, "იუვენტუსის" პრეზიდენტ ანდრეა ანიელის მიერ გაკრიტიკებულმა "ატალანტამ" "ვალენსიას" ორი მატჩის ჯამში 8:4 სძლია.

32 წლის სლოვენიელმა ნახევარმცველმა ილიჩიჩმა წელს ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით იტალიაში "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს გაასწრო, რომლის ანგარიშზე 13 გოლია. ის ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში ჰეთ-თრიკის და პოკერის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა და ამას გარდა, პირველია, რომელმაც ტურნირზე გასვლით შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

გამეირო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე სამი ესპანური გუნდის შემადგენლობაში გაიტანა - 1 "სევილიაში", 3 "ატლეტიკოში" და 2 "ვალენსიაში". მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე ჩატარებულ 19 მატჩში მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვალენსია. "მესტალია"

ვალენსია - ატალანტა 3:4 (პირველი მატჩი 1:4)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (3, პენ), 1:1 გამეირო (21), 1:2 ილიჩიჩი (43, პენ), 2:2 გამეირო (51), 3:2 ტორესი (67), 3:3 ილიჩიჩი (71), 3:4 ილიჩიჩი (82)
მოურინიოს გუნდი ტურნირს უშანსოდ გამოეთიშა


შინ დამარცხების შემდეგ (0:1) "ტოტენჰემი" ისედაც რთულ სიტუაციაში იყო და უკიდურესობამდე გაურთულდა საქმე, როდესაც ზაბიტცერმა დუბლი შეასრულა და "ლაიპციგი" 2:0 წინ გაიჭრა. შეხვედრის დასასრულს, შეცვლაზე შესვლიდან 27 წამში ფორსბერგმაც დალაშქრა ლორისის კარი და აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა დამაჯერებლად იმარჯვა.

პრინციპში, "დეზების" საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არც გახლდათ.

რაც მოურინიო დანიშნეს მწვრთნელად, "ტოტენჰემმა" ყველა ტურნირზე 38 გოლი გაუშვა - მასზე უარესი შედეგი პრემიერლიგაში მხოლოდ "ასტონ ვილას" აქვს (42).

მოურინიოს კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია აქვს - 6 მატჩი.

ლაიპციგი. "რედ ბული". 42 146 მაყურებელი

ლაიპციგი - ტოტენჰემი 3:0 (პირველი მატჩი 1:0)

გოლები: 1:0 ზაბიტცერი (10), 2:0 ზაბიტცერი (22), ფორსბერგი (87)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზალცბურგი კი არა ლაიპციგი
ჰმ!
11:49 11-03-2020
0
მოურინიო ვეღარ ქაჩავს და ჯობია დაანებოს მწვრთნელობას თავი დროებით მაინც, სევ თავის სასიკეთოდ ღირსება რომ შეინარჩუნოს
zuraმოუ
09:49 11-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული