ლინეკერი ჰოლანის პაროდირებაზე: 19 წლის ბიჭის გაშაყირება უღირსი საქციელია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში პსჟ-მა "დორტმუნდი" 2:0 დაამარცხა და  გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. როგორც იცით, პირველი მატჩი "დორტმუნდმა" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის დუბლით 2:1 მოიგო და პარიზში დასრულებული დაპირისპირების შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა ნორვეგიელი გააშაყირეს - გოლის აღნიშვნის მის სტილში, მედიტაციის პოზაში დასხდნენ მინდორზე. ამაზე კომენტარი ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა გააკეთა, რომელიც ამჟამად BBC-ის საფეხბურთო ექსპერტია.

"უღირსი საქციელია. ის 19 წლისაა. გაგიჟდები კაცი", - დაწერა ლინეკერმა "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი ორი ეგეთი ბავშვი გვინდა საქართველოს ნაკრებში
ჯერი
12:46 13-03-2020
0
ნეტავი მასეთი ბავშვი ჩვენ გვყავდეს და აშარჟონ რამდენიც უნდათ.
zas.
10:17 13-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული