"ატალანტას" 32 წლის სლოვენიელი ნახევარმცველი იოსიპ ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ილიჩიჩმა გასვლით მატჩში "ვალენსიას" 4 გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
ილიჩიჩმა განაცხადა, რომ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს, თამაშით სიამოვნებას იღებენ და ბერგამოულ გუნდს სიურპრიზად აღარ თვლიან.