10:10 05-03-2016
რომა-ფიორენტინა 4:1 - დედაქალაქელთა ზედიზედ მეშვიდე მოგება [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლებმა სამი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. თავი სტეფან ელ შაარავიმ (22), მოჰამედ სალაჰმა (25) და დიეგო პეროტიმ (38) გამოიჩინეს. შესვენებამდე "ფიორენტინამ" ერთი ბურთი გაქვითა - პენალტი ზუსტად იოსიპ ილიჩიჩმა შეასრულა.
საბოლოო ანგარიში სალაჰმა დააფიქსირა, რომელმაც 58-ე წუთზე დუბლი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა და 56 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. მეოთხე "ფიორენტინაა" 53 ქულით. ცხრილის სათავეში კი 61 ქულით ტურინის "იუვენტუსია", რომელსაც თამაში რეზერვში აქვს.
ტურის დანარჩენი შეხვედრები 5 და 6 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული