ევროტურნირების გაგრძელების ფორმატი გადაწყდა - თითო მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, მაგრამ...

AutoSharing Option
Cadena Ser-ის ცნობით, ევროპის კლუბების ასოციაციამ (ECA) და უეფამ მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის მტკიცებით, ყველა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება. პირველად ბუნდესლიგა განახლდება - გერმანელები ამას მაისში აპირებენ, დანარჩენი ქვეყნები კი - ივნისის დასაწისში. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის აგვისტოში დაგეგმილი შეხვედრებიც მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამასთან, ევროტურნირების მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთმატჩიანი იქნება და გუნდები ერთმანეთს ნეიტრალურ მოედანზე შეხვდებიან. თუმცა, არავინ იცის, როდის დასრულდება ეპიდემია და შესაძლებელი იქნება თუ არა სეზონის განახლება.

ახალი სეზონის დაწყება სამკვირიანი
პაუზის შემდეგ სექტემბერშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ევროპაში, ბელარუსის გარდა, ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მემგონი შანსი გვაქვს,რომ თამაშები საქართველოში ჩაატარონ. კორონასაც უკეთესად გავუმკლავდით და გამოცდილებაც გვაქვს უკვე ესეთი მატჩების მასპინძლობის.1თამაში ბათუმს და 1 თამაში თბილისს,რომ აჩუქოს უეფამ არაფერი დაშავდება.
საქართველო
07:46 14-04-2020
1
ესენი.სხვა გალაქტიკაზე არიან,დიდი ფულია და რა ქნან,უმაყურებლოდ.ბარემ უბურთოდ ითამაშონ ან მსაჯების გარეშე,ტოტალიზატორებს დიდად აეწვათ მუნდი,არაფერი გამოუვათ ხალხს სპორტი და გართობა აინტერესებს მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად,რომ არის ახლა.კი ეს მეასე ხარისხოვანია სამწუხარო რელობაა,მაგრამ ასეა და რას იზამ,მთავარია,რომ დამთავრდეს ეს საშინელება,შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნება,ეკონომიკა ინგრევა ხალხო,რომელ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ,იმას.უნდა.მივხედოთ.ხალხი მშიერი არ დაგვრჩეს.
გოჩა
19:49 14-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული