ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლად ზიდანის გოლი აღიარეს, მესი ათეულს მიღმა დარჩა

AutoSharing Option
ფრანგულმა გამომცემლობა France Football-მა ყველაზე ლამაზი გოლების რეიტინგი შეადგინა. გოლები 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ირჩეოდა.

საუკეთესო გოლად ზინედინ ზიდანის გოლი მიიჩნიეს "ბაიერთან". ის შეხვედრა "რეალმა" 2:1 მოიგო.

გთავაზობთ საუკეთესო გოლების ათეულს:

1. ზინედინ ზიდანი, "რეალი" (გაუტანა "ბაიერს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2002)
2. მაურო ბრესანი, "ფიორენტინა" (გაუტანა გოლი "ბარსელონას", 1999)
3. კრიშტიანო რონალდო, "რეალი" (გაუტანა გოლი "იუვენტუსს", 2018)
4. დეიან სტანკოვიჩი, "ინტერი" (გაუტანა გოლი "შალკეს", 2011)
5. ფილიპ მექსესი, "მილანი" (გაუტანა გოლი "ანდერლეხტს", 2012)
6. გარეთ ბეილი, "რეალი" (გაუტანა გოლი "ლივერპულს", 2018)
7. მაიკლ ესიენი, "ჩელსი"
(გაუტანა გოლი "ბარსელონას", 2009)
8. მარიო მანჯუკიჩი, "იუვენტუსი" (გაუტანა გოლი "რეალს", 2017)
9. რონალდინიო, "ბარსელონა" (გაუტანა გოლი "ჩელსის", 2005)
10. აარონ რემზი, "არსენალი" (გაუტანა გოლი "გალათასარაის", 2014)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რიბერის კუთხური და რობენის გოლი ათეულშიც არაა?
1234
13:28 06-05-2020
0
ფინალში გატანილ გოლს მაინც ყველგან მეტი ფასი აქვს,თორემ რონალდუს გოლი იმიტომ არის საუკეთესო რომ ჯერ რამხელაზე აფრინდა და მერე მოწინააღმდეგე გუნდის მთელი სტადიონის ოვაცია ეგრევე გატანილი გოლის შემდეგ არ გამიგია.
თემო
22:21 06-05-2020
2

სიახლეები პოპულარული