კატალონიის "ბარსელონამ" "თვითერზე" 11 წლის წინანდელი ნახევარფინალი გაიხსენა - 2009 წლის 6 მაისს ესპანელებმა ლონდონის "ჩელსი" ინიესტას გოლის წყალობით დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
"ზუსტად 11 წლის წინ ინიესტამ ეს გააკეთა!" - წერს კლუბის სოცმედია და თან ურთავს ინიესტას გოლს.
პოსტს უკვე შეესივნენ ტროლები და "ბარსას" ლანძღავენ, ხოლო ზოგიერთი "ლივერპულთან" განცდილ კრახს ახსენებს.
ტროლებთან ერთად გამოჩნდნენ რეალური პიროვნებები. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს:
"ვერ ვიტან "ჩელსის", მაგრამ ეს სავარაუდოდ ყველაზე ცუდი მსაჯობა იყო."
"თქვენ იყიდეთ მსაჯი."
"კრიშტიანო რონალდო - GOAT."
ასევე, გთავაზობთ
პოსტის ბმულს