კარაგერი: "სიტი" ლიგის ფავორიტია, "ლივერპული" გავარდა, "ბარსელონა" ისეთი აღარაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი ჩემპიონთა ლიგის განახლებაზე საუბრობს.

"მთელი ეს დრო ყურადღება ეთმობოდა გუნდს, რომელსაც ჩემპიონობა პირველად 3 ათწლეულის შემდეგ სწყუროდა. მაგრამ არ დაივიწყოთ იმ გუნდზე, რომელიც არსებობის 140 წლის პერიოდში ცდილობს ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

"სიტის" მიმდინარე სეზონში შეუძლია მოიგოს ის ტიტული, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება და სწყურია: ჩემპიონთა ლიგა.

მთავარი წინაღობა ფინალამდე, ანუ "ლივერპული" გავარდა. მე ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც "სიტის" გააჩერებს.

პსჟ, "ბარსელონა" და "ბავარია" - ეს გუნდები წარმოადგენენ ყველაზე დიდ საფრთხეს. თუმცა პსჟ ისე დაბრუნდება, რომ
ერთ თამაშსაც ვერ ჩაატარებს საკუთარ ჩემპიონატში. "ბარსელონა" ისეთი აღარაა, როგორც ადრე იყო. ამას ამტკიცებს გავარდნები "რომასა" და "ლივერპულისგან".

ყველაზე სახიფათო მეტოქე "სიტისთვის" - გვარდიოლას ყოფილი გუნდია. ამას ემატება ისიც, რომ ბუნდესლიგა ყველაზე ადრე განახლდა და ფეხბურთელები შეთამაშდებიან, ფორმას აღიდგენენ. მაგრამ მე მჯერა, რომ "სიტი" უფრო ძლიერია.

მეეჭვება, ვინმეს ისე სწყუროდეს გამარჯვება, როგორც "ქალაქელებს". - დაწერა კარაგერმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Jer reali gaagdos citym :D
Mandela
01 ივნისი 2020 10:14
1
დარჩენილი გუნდებიდან: ატლეტიკო, პსჯ, ბაიერნი, იუვენტუსი, ბარსელონა, სიტი ყველას თანაბარი შანსი აქვს, ზოგი უკეთეს ფორმაშია, მაგრამ ზოგსაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს.
დავით გორგილაძე
31 მაისი 2020 13:09
0
ჩამოგვწერეთ, მაგრამ დაგანახებთ ვინ არის ფავორიტი!
ჰანს ფლიკი
29 მაისი 2020 16:47
1
მაგ სიტის იუვესთან შანსი არ ექნება რომ იცოდე ექსპერტ,ჯერ რეალიც გასაცლელია,ატლეტიკოც იქაა,ბაიერნი,ბარსა....თან თითო თამაში თუ იქნება სიტის შანსები ნულს გაუტოლდება.
Master
29 მაისი 2020 15:13
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული