
პრემიერლიგის კლუბების შეკრებაზე ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - იტყობინება ბრიტანული "ტელეგრაფი".
პრემიერლიგა 28-ე ტურის 2 გადადებული მატჩით განახლდება - "მანჩესტერ სიტი"-"არსენალი" და "ასტონ ვილა"-"შეფილდ იუნაიტედი". ამის შემდეგ ყველა გუნდს 29 მატჩი ექნება ჩატარებული.
30-ე ტური 20 ივნისს გაიმართება და შეიძლება ერთი შეხვედრა 19 ივნისს ჩატარდეს.
პრემიერლიგაში კორონავირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინგლისის ჩემპიონატი 13 მარტს შეჩერდა. ლიდერი "ლივერპული" მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს.