New York Times: ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში აღარ ჩატარდება

AutoSharing Option
New York Times-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალი, შესაძლოა, სტამბულში აღარ ჩატარდეს.

წყაროს ცნობით, მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალის სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება თურქეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. ქალაქის ვინაობა, რომელიც სტამბულის ნაცვლად მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სტამბული შეინარჩუნებს უფლებას იყოს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი უახლოეს წლებში.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ეტაპი, შესაძლოა, "ოთხთა ფინალის" ფორმატში დამთავრდეს და მას გერმანიამ უმასპინძლოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგ აზრით, საქართველოზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში არცერთია, თბილისი ყველაზე სანდო და საიმედო ადგილია
zviadi
19:55 29-05-2020
0
100% გეთანხმებით!!!
დათო
21:29 29-05-2020
0

სიახლეები პოპულარული