"ელ კლასიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში? უეფამ კენჭისყრა გამართა

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, უეფას შტაბბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის 1/4-ფინალური და 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

1/4-ფინალის კენჭისყრის შედეგები კი ასე გამოიყურება:


1. "რეალი" / "მანჩესტერ სიტი" - "ლიონი" / "იუვენტუსი"

2. "ლაიპციგი" - "ატლეტიკო"

3. "ნაპოლი" / "ბარსელონა" - "ჩელსი" / "ბაიერნი"

4. "ატალანტა" - პსჟ


ნახევარფინალური წყვილები კი ასე განაწილდა: 1-ელ წყვილში გამარჯვებული შეხვდება მე-3 წყვილში გამარჯვებულს, ხოლო მე-2 წყვილში მოგებული მე-4 წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა მარტში შეჩერდა და უეფამ ტურნირის აგვისტოში ჩამთავრების შესახებ
მიიღო განაწყვეტილება. შეჯიბრება პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დამთავრდება და წყვილებში გამარჯვებულის ბედს 1-მატჩიანი დაპირისპირება გადაწყვეტს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ელ კლასიკო ნახევარფინალშიო რომ წერთ, რეალი გასული გგონიათ? დიდად არც ბარსელონა წყვეტს ვარსკვლავებს, რომელსაც უკვე გაჩემპიონებული ბაიერნი ელის.
: )))))))
10 ივლისი 2020 15:31
2
2013 ელოდება ბარსელონას, 7=0 ეს ისე
kopala
10 ივლისი 2020 15:19
5
ატალანტა სეზონის სიურპრიზია, ასე მარტივად ნუ ჩამოვწერთ. ნამდვილად დაამტკიცა, რომ არატიპიური იტალიური გუნდია, საკმაოდ შემტევი და სანახაობრივი
: )))))))
10 ივლისი 2020 18:51
0
ფინალი ბარსა ბაიერნია, გამარჯვებული ბარსაა, რევანში აქვს ასაღები.
ბესო
10 ივლისი 2020 21:46
13
ფინალი როგორაა ბარსა-ბაიერნი როდესაც მეოთხედფინალში ხვდებიან უკვე ერთმანეთს ....ბაიერნმა ჩელსის გაცდა თითქმის და ბარსამ ნაპოლისთან 1:1-ის შემდეგ ამ დროებაში სათუოდ რჩება მაინც ...იმის გათვალისწინებით თუ ვინ როგორ ფორმაშია ფინალი სიტის და ბაიერნს უფრო წააგავს და თუ სიტი და ბარსა გავლენ მით უკეთესი...!!!
Mdaa
10 ივლისი 2020 22:40
1
სიტი-ბაიერნის ფინალი გამორიცხულია, რადგან ნახევარფინალში იკვეთება მათი გზები
ქომაგი
11 ივლისი 2020 10:33
0
ყველა გამოხმაურება
Atletiko favoritia. Imedia moigebs im jildos rac didi xania daimsaxura.
Milani
10 ივლისი 2020 21:03
11
კლასიკო როგორ იქნება რეალს წაგებული აქვს სიტისთან ამათ პირველ თამაშებს მემგონი არ გაანულებენ ასე რომ რეალი გამოირიცხა ჩემი საზრით იუვეც რას თამაშობს ვერ გაიგებ ნორმალური კონკურენტი რომ ყავდეს ჩემპიონიც ვერ გახდებოდა.პსჟ როგორ ფორმაშია ვინ იცის 5თვეა არ უთამაშია აი სიტი და ბავარია კი ნამდვილად ხატავენ აშ გადმოსახედიდან
თემური
10 ივლისი 2020 20:53
1
კლასიკო არა ტოროლა.ესეიგი სიტი,რეალი,ბაიერნი,ბარსა და იუვე ერთად.ფინალში ვინღა მეორე მხრიდან?ლაიფციგი,ატალანტა,პსჟ და ატლეტიკო.ასე ატლეტიკო ხდება აშკარა ფავორიტი ლიგის.
Master
10 ივლისი 2020 18:46
1
ვერც რეალი და ვერც ბარსა ნახევარფინალში ვერ გავლენ.სიტი-ბაიერნი იქნება ნახევარფინალი.ჩემპიონსაც ამ ორი გუნდიდან ვფიქრობ პირადად მე.ან სიტი ან ბაიერნი
:-)
10 ივლისი 2020 18:12
4
ნახევარფინალები: სიტი-ბაიერნი, ატლეტიკო-პსჟ
ფინალი: სიტი-პსჟ
გამარჯვებული: პსჟ
ქომაგი
10 ივლისი 2020 16:10
6
სიტი ესეთი დამანგრეველი გუნდია ყველას უგებს და ნელ ნელა უფრო და უფრო ძლიერდება პსჟ_ს მსგავსად, მითუმეტეს რეალისთვის უკვე მოგებული აქვთ პირველი თამაში და ესე ცუდად რომ უყურებთ სიტის ცოტა გასაკვირია.
ika
11 ივლისი 2020 08:10
0

სიახლეები პოპულარული