გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი" სხვა გუნდებისგან ბოდიშის მოხდას ელის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მისი კლუბის სარჩელის დაკმაყოფილებაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ სხვა კლუბებისგან ბოდიშის მოხდას ველით. თუ რაღაცას სწორად არ გავაკეთებთ, შეცდომას ვაღიარებთ, მაგრამ თუ ვთვლით, რომ მართლები ვართ, თავდაცვის უფლება გვაქვს.

ეს ფეხბურთისთვის კარგი დღე იყო, რადგან ჩვენ ფინანსური ფეარ-პლეის წესებს ვასრულებთ, ისევე, როგორც დანარჩენი კლუბები. ხალხი ამბობდა, თითქოს ვცრუობდით და ვთაღლითობდით, მაგრამ ისინი უდანაშაულობის პრეზუმპციას არ იცავდნენ.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება არ უნდა ვითხოვოთ, ვინაიდან იქ ყოფნა დავიმსახურეთ. თუ ამას არ ეთანხმებით,
ეს ჩვენს ხელმძღვანელობასთან განიხილეთ და ზურგსუკან ნუ ლაპარაკობთ, როგორც ამას 8-9 კლუბი აკეთებს. გამოდით და მოედანზე დაამტკიცეთ", - ციტირებს გვარდიოლას Sky Sports-ი.

ადრე "ტოტენჰემის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ "სიტიზე" მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო და კატასტროფული უწოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული