გატუზო "ნაპოლის" ევერესტზე აყვანაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო "ბარსელონასთან" 1/8 ფინალის საპასუხო მატჩის წინ თამაშზე საუბრობს. 

"ჩვენ კარგად გვესმის რამდენად კარგია "ბარსელონა". გრანდიოზულად უნდა ვითამაშოთ, რომ საჭირო შედეგს მივაღწიოთ.

მე ზუსტი წარმოდგენა მაქვს, როგორი ფეხბურთის დანახვა მინდა. როცა გამარჯვებებს ეჩვევი, გინდა, რომ შეინარჩუნო ტემპი. ჩვენ დღეს ევერესტზე ასვლა მოგვიწევს. "ბარსას" ფანტასტიკური ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს.

მსგავსი შეხვედრები "ნაპოლის" ახალგაზრდებისთვის დადებით როლს თამაშობს. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ არავისი გვეშინია." - განაცხადა ჯენარომ.

დღეს, 8 აგვისტოს "ბარსელონა" სახლში მიიღებს "ნაპოლის", შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება. 

alt"ბარსელონა"-"ნაპოლი" - კატალონიელები 7 დუბლიორითა და ბუსკეტსისა და ვიდალის გარეშე

მკითხველის კომენტარები / 2 /
Dges bevrs gautanen napols da bevrs dapirdebian kidev
Milani
21:03 08-08-2020
0
დაგეშილ ნაგაზსს არ გავს ეს ჩემისა?
vaska
09:01 10-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული