ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბარსა" უპრობლემოდ გავიდა და "ბაიერნს" შეხვდება - მათ შორის გამარჯვებული ადრე ყოველთვის იგებდა ტურნირს

AutoSharing Option
8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ორი 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდა  და დიდებული მეოთხედფინალური წყვილიც გაირკვა.

"ნაპოლის" პრეზიდენტ დე ლაურენტისის მოთხოვნის მიუხედავად, შეხვედრა კატალონიაში გაიმართა და თამაშის წინ "ბარსას" კაპიტანმა მესიმ თქვა, რომ თუ მისი გუნდი რაღაცას არ შეცვლიდა, წარმატებას ვერ მიაღწევდა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა გატუზომ ამ დაპირისპირებაში შესაძლო გამარჯვებას ევერესტზე ასვლა უწოდა.

დებიუტში მასპინძელთა დაცვამ შეცდომა დაუშვა და მერტენსმა ბურთი ძელს გაარტყა. აქედან მოყოლებული "ბარსამ" შეუტია, ჯერ ლანგლემ თავურით ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ საჯარიმოში წაქცეულმა მესიმ წამოდგომა და ურთულესი სიტუაციიდან ოსპინას კარის
დალაშქვრა მოახერხა. ერთი სიტყვით, შუა პირველ ტაიმში "ნაპოლი" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. 31-ე წუთზე ლეომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩაკირმა არ ჩათვალა, ვინაიდან არგენტინელს გოლამდე ბურთი ხელზე მოხვდა.

შემდეგ მესის მიერ კურიოზულად მოპოვებული თერთმეტმეტრიანი სუარესმა გამოიყენა, მერე კი პენალტი უკვე მერტენსმა მოინადირა, ინსინიემ ანგარიში 3:1 გახადა და თვალსასეირო პირველი ტაიმიც დასრულდა. სხვათა შორის, ინსინიე პირველი იტალიელია, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" და "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" გაუტანა.

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" ანგარიშის შენარჩუნებაზე იზრუნა, თამაში აღარ გაამწვავა, სასურველ შედეგს პრაგმატულად მიაღწია და მეცამეტედ გავიდა მეოთხედფინალში.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - ნაპოლი  3:1 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 ლანგლე (10), 2:0 მესი (23), 3:0 სუარესი (45+1, პენ), 3:1 ინსინიე (45+5, პენ)

"ბაიერნს" მეტოქე ლონდონში 3:0 ჰყავდა დამარცხებული, საპასუხო შეხვედრა ფაქტიურად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ამჯერადაც დამაჯერებლად სძლია.

დუბლის ავტორმა ლევანდოვსკიმ მიმდინარე გათამაშებაზე ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა გოლი - ის 13 გოლით ბომბარდირია.

მასპინძელთა 30 წლის თავდამსხმელმა მიულერმა ტურნირზე 112-ე მატჩი ჩაატარა და გერმანელ ფეხბურთელთა შორის ლამის რეკორდი გაიმეორა.

"ბაიერნმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-18 გამარჯვება იზეიმა, თანაც ყველა ტურნირზე მიჯრით მესამე შეხვედრაში 4-4 გოლი გაიტანა, ხოლო "ჩელსი" ზედიზედ მეოთხედ გავარდა მერვედფინალიდან.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ჩელსი  4:1 (პირველი მატჩი 3:0)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10, პენ), 2:0 პერიშიჩი (24), 2:1 აბრაჰამი (44), 3:1 ტოლისო (76), 4:1 ლევანდოვსკი (84)

ასე და ამგვარად, ჩინებული მეოთხედფინალი გველის - "ბარსელონა"-"ბაიერნი". აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფში 2009, 2013 და 2015 წლებში შეხვდნენ და მათ შორის გამარჯვებულმა სამივეჯერ მოიგო ტურნირი.

ლისაბონში გასამართი ერთმატჩიანი მეოთხედფინალების განრიგი

12 აგვისტო
ატალანტა - პსჟ

13 აგვისტო
ლაიპციგი - ატლეტიკო

14 აგვისტო
ბარსელონა - ბაიერნი

15 აგვისტო
მანჩესტერ სიტი - ლიონი

მკითხველის კომენტარები / 14 /
არა ვარ ბარსელონას და მესის ფანი, მაგრამ ისეთი გოლი გაიტანა, ვინც მაგაზე აუგს იტყვის, ფეხბურთის ყურება უნდა აუკრძალო
თენგო
09 აგვისტო 2020 06:40
1
ბარსა დამსახურებულად გავიდა.ამჯერად უკვე სულ სხვა ბარსელონა იყო,მაგრამ ძაან მაგრად მეეჭვება,რომ ბარსელონა ბაიერნის ბარიერს გადალახავს.ეს შეუძლებელი იქნება.
თავადი78
09 აგვისტო 2020 01:13
14
შეუძლებელი არაფერია როცა ბარსა ხარ და მესი გყავს!
baba
09 აგვისტო 2020 01:32
1
გეთანხმები, მაგრამ მესიან ბარსელონასაც წაუგია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
: )))))))
09 აგვისტო 2020 11:13
0
მესმის რომ, ჟურნალისტიც ადამიანია და შესაძლებელია ყავდეს ფავორიტი გუნდი და ა.შ. ბარსა უპრობლემოდ გავიდაო გეთანხმებით, მაგრამ არც ბაიერნს დაჭირვებია სასწაულების მოხდენა, როგორც ვარჯიშზე ისე გადაჯეგა ინგლისის ოთხეულის გუნდი, მარტო ბარსას და რეალის ბალელშიკებისათვის ხონარ წერთ არა.
აბგდ
09 აგვისტო 2020 13:46
2
ბარსა თუ ბაიერნს არ გააგდებს, ამასაც ნახავთ.
77777
09 აგვისტო 2020 10:01
12
ამ ბარსელონასთან,ეს ბაიერნი აშკარა ფავორიტია. არ მევასება დორტმუნდის გარდა გერმანული გუნდები და ფეხბურთი,მაგრამ ეს ასეა ბაიერნი გაგდებს ბარსას
გოგა
09 აგვისტო 2020 09:22
6
გოგა ბურთი მრგვალია!
გოგას
09 აგვისტო 2020 11:47
4
კარგია რო ბარსას არ განიხილავენ არათუ ლიგის ბაიერნთანაც კი ფავორიტად. ესეთი ბარსა გაცილებით საშიშია ჩემი აზრით
ave
09 აგვისტო 2020 21:16
0
მაგათ შორის გამარჯვებულს სიტი დაღეჭავს და გადმოაფურთხებს. სიტი უძლეველია.
321
09 აგვისტო 2020 11:23
17
და შენ რატომ იფურთხები? მოიწმინდე მაინც ეგ დორბლები.
321-ს
09 აგვისტო 2020 11:44
1
იუვენტუსის თამაშს რომ ვუყურე,მაშინ ასეთი რეაქცია თითქოს არ მქონია,თამაშის დროს ამდენი ვერ შევამჩნიე.,მაგრამ წუხელ მესიზე პენალტის მომენტსაც ვუყურე,შემდეგ იმ თამაშის ფრაგმენტებიც და გაუგებრობაში აღმოვჩნდი.იმ თამაშში ორი ისეთი პენალტი დაინიშნა,საერთოდ წესის დარღვევის სუნიც კი რომ არ ჰქონდა,მთლიანად მსაჯმა მოიგონა,ორივე პენალტი.ხოლო ბარსა ნაპოლის თამაშში,მესის კინაღამ ფეხი მოსწყვიტეს და მსაჯი,არაფრით აპირებდა პენალტის დანიშვნას.ბოლოს დიდი იძულებით დანიშნა და დამრღვევი,არც კი გააფრთხილა.მე კი მეგონა,გააძევებდა.ნაპოლის ასე სუსტ თამაშს არ ველოდი.ბარსაში კი,ისევ თვითონ ფეხბურთელებმა ივარგეს,თუმცა მგონი ეს,მათი ზღვარია.ბაიერნის თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ რამდენადაც მათი თამაში მახსოვს,ბარსას მაგათი გადალახვა არ შეუძლია. მესის და სუარესს რას გაუგებ,მაგრამ მაინც.
სოსო
09 აგვისტო 2020 19:35
1
სოსო შენს კომენტარებსაც რას გაუგებს კაცი?
sosos
10 აგვისტო 2020 09:07
0
შევეცდები უფრო გასაგებად განვმარტო.დღევანდელი ბაიერნი,ობიექტურად ძლიერია დღევანდელ ბარსელონაზე და წესით უნდა მოუგოს.ალბათ ასეც იქნება,მაგრამ ბარსელონას ჰყავს მესი და სუარესი,რომლებსაც სასწაულის გაკეთება შეუძლიათ.გააკეთებენ კიდეც,მაგრამ რამდენს გაიტანენ?ბარსელონას დაცვა,მაინც უფრო მეტს გაუშვებს,რადგან ბავარია,მთელი თამაში მაღალ პრესინგს ითამაშებს და ბარსას ასაკოვან და საკმაოდ ნელ დაცვას,შეცდომებს დააშვებინებს.მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ბარსელონას მწვრთნელი,ჰგავს რაიმეს მომგონებელს?აღარც სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავს ბარსას,რომ თამაში შეცვლებით გააძლიეროს.მესისაც ხომ ნახე, როგორი დარტყმა მიიღო.კი დაამთავრა თამაში,მაგრამ ასეთი დარტყმა,უშედეგოდ ჩაუვლის?არა მგონია.
სოსო
10 აგვისტო 2020 14:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული