გატუზო: "ბარსა" დავჯაბნეთ, მაგრამ ნახევარი საათით ჩავიძინეთ და მოგება ვაჩუქეთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ნამატჩევს (1:3) იმედგაცრუებული იყო.

"თითქოს ნახევარი საათით ჩავიძინეთ, სამი სულელური გოლი გავუშვით და რამდენიმე ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვით.

აგრეთვე მე ვიხილე გუნდი, რომელმაც "ბარსელონაზე" კოლოსალური ზეწოლა განახორციელა. დებიუტში ორჯერ უნდა გაგვეტანა, ამის ნაცვლად კი გოლი გავუშვით. მე ვცოფდები, როდესაც სტანდარტულებიდან გვიტანენ, უბრალოდ ჭკუიდან გადავდივარ.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვდომინირებდით. ორჯერ მეტჯერ დავარტყით კარში, მეტოქეზე მეტად ვფლობდით ბურთს, ადვილად ვჯაბნიდით მათ მცველებს.

ჩანდა, რომ მეორე ტაიმში "ბარსელონას" ძალიან უჭირდა. ვიღაც ამბობდა, რომ "ბარსა" დუბლებით თამაშობდა,
მაგრამ მე ვხედავდი გუნდს, რომლის საერთო ღირებულება ასეული მილიონებია.

ნახევარი საათით ჩავიძინეთ და "ბარსელონას" მოგება ვაჩუქეთ. იმედგაცრუებული ვარ.

თითქმის 7-8 წელი გავიდა, რაც "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე ბურთის ფლობა 43-57%-ზე არ ჰქონდა. სეტიენმა იცის, რომ მის მუშაობას მრავალი წლის მანძილზე ვაკვირდები. ადრეც გვქონდა საუბარი, გარკვეული პერიოდის მანძილზე ვმეგობრობდით კიდეც. ვფიქრობ, მას ფეხბურთზე ძალიან საინტერესო შეხედულება აქვს და ჩვენ სპორტზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს", - განუცხადა გატუზომ Sport Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გატუზომ, ეტყობა, სხვა ფეხბურთს უყურა. ისე, ჩვენსი იტყვიან: "გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი!"
ზესტა
09 აგვისტო 2020 20:08
0
ჩემები მაგრები არიან, ისინი სუსტები, წავაგეთ, რადგან ბურთი მრგვალიაო... აბა სიმონ! კვადრატნი რომ ყოფილიყო, მოიგებდით ხომ? ეხ გატუზო, გატუზო, ტუზი აფრიკაშიც ტუზია. აპაა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
09 აგვისტო 2020 18:49
1
პენალტი გაჩუქეს და ფეხბურთი მეტხანს არც კი გრძელდება ერთი ნახევარი საათი ხურდებიან ხოლმე დანარჩენი აუტებს,კუთხურებს და ჯარიმებს მიახვს.
ddgfdf
09 აგვისტო 2020 16:27
0
გატუზო! თქვენ ჩაგეძინათ თუ ხვრინავდით, ბარსამ ქეც მოგიგოთ დანსახურებულად. აი მესის გოლი ეს იყო რაღაც სასწაული!
ვახო
09 აგვისტო 2020 11:52
0
დაამატე ისისც რომ , სუარესზე სუფთა პენალტი არ დადი ნაპოლის კარში ! ეხლა იძინე მშვიდად ძვირფასო ძმაო !)
კახაბერი
09 აგვისტო 2020 17:04
0
რინო,რა დაგემართა შე კაცო,სულ დაკარგე რეალობის შეგრძნება?გუნდმა ნახევარ საათში მოგიყუმარა საქმე და ისიც ნახევარი ძალით და შენ დაჯაბნე კიდევ? ოო ვერ ყოფილხარ შენ ობიექტური კაციიი...
ქობულეთიდან
09 აგვისტო 2020 11:22
6
დავჯაბნეთო?კაი რაა გატუზო,რეალობის გრძნობა დაკარგე?სეირნობით მოგიგოთ,რომ მოემდომებინათ მეორე ტაიმში კიდევ სამს გაგიტანდნენ,მარა რაში სჭირდებოდათ?ეგ ნახევარი საათი ითამაშეს და დაგიმთავრეს თამაში,დანარჩენი უკვე ფორმალობა იყო.
Master
09 აგვისტო 2020 10:21
3
მართლა გამაკვირვა ნაპოლიმ,საოცრად ითამაშა ასე არ მახსოვს ვინმეს ეთამაშოს ბარსასთან ასე ბურტი დაეჭიროს ასე მეგონა ორი ბარსელონა თამაშობდა, უბრალოდ ერთს მესი ყავდა:):):)ცოტა ათლეტური ფორვარდი უნდა ნაპოლის საჯარიმოში იჩაგრებიან მეორე სართულზე.ბაიერნს სავარუდოთ ისევ გაგდებს ბარსა
mosexoneli
09 აგვისტო 2020 07:15
12
ამან სიტყვა დაჯაბნის მნიშვნელობა თუ იცოდეს უნამუსო ვიყო :-)))))
:-)
09 აგვისტო 2020 06:46
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული