ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ოპტიმალური ფორმაშია და შედეგი ამაზეც მეტყველებს. გუშინ, 8 აგვისტოს ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-4 ადგილზე გადავიდა.

პოლონელ ფორვარდს ამჟამად ლიგაზე 66 გატანილი გოლი აქვს. პირველ ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი 131-ჯერ დალაშქრა. მეორე ადგილას "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი 115 გოლითაა, ხოლო სამეულს 71 გოლით ხურავს "რეალისა" და "შალკეს" ყოფილი თავდამსხმელი რაული.

შეგახსენებთ, გუშინ ლევადოვსკიმ "ჩელსის" 2 გოლი გაუტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. 

14 აგვისტოს "ბაიერნი" "ბარსელონას" შეხვდება. 

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბარსა" უპრობლემოდ გავიდა და "ბაიერნს" შეხვდება - მათ შორის გამარჯვებული ადრე ყოველთვის იგებდა ტურნირს

მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესო სეზონს ატარებს და წარმატებით უნდა დააგვირგვინოს!
!!!!
19:41 10-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული