პოლონელ ფორვარდს ამჟამად ლიგაზე 66 გატანილი გოლი აქვს. პირველ ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი 131-ჯერ დალაშქრა. მეორე ადგილას "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი 115 გოლითაა, ხოლო სამეულს 71 გოლით ხურავს "რეალისა" და "შალკეს" ყოფილი თავდამსხმელი რაული.
შეგახსენებთ, გუშინ ლევადოვსკიმ "ჩელსის" 2 გოლი გაუტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
14 აგვისტოს "ბაიერნი" "ბარსელონას" შეხვდება.