მათეუსისა და რუმენიგეს ნათქვამმა "ბარსელონა" გააღიზიანა და უფრო მოტივირებული გახადა

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა ბავარიელებს მოედანზე უპასუხოს

სეზონის კულმინაცია ახლოვდება, 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ამ მატჩს ნაადრევ ფინალად მიიჩნევენ და შესაძლოა, ეს ასეცაა.

"ბარსელონას" არასტაბილური და "ბაიერნის" დამაჯერებელი თამაშის გამო ბავარიელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ამას არც მალავენ.

"რეკორდმაისტერის" და გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა თქვა, რომ პარასკევს მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის თავის მემკვიდრეს, რობერტ ლევანდოვსკის შეხვდება, რომელიც არა მარტო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, არამედ ფეხბურთელიცაა და "ბარსა" ის აღარაა, რაც ადრე იყო.

მიუნხენური კლუბის გენერალურმა
დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ გერმანიას მანუელ ნოიერის და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით ორი უდიდესი მეკარე ჰყავს. პირველი მსოფლიოს კლასისაა, მეორე კი მის დონეს მხოლოდ უახლოვდება.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონა" მათეუსისა და რუმენიგეს გამონათქვამებმა გააღიზიანა. ეს გუნდს დამატებით მოტივაციას სძენს და მზად არიან თავიანთი უპირატესობა მოედანზე დაუმტკიცონ.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩი ლისაბონში 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
დღევანდელი ბაიერნი,გამოფატრულ ბარსელონასთან, ნამდვილად ფავორიტია,მაგრამ ძალიან მინდა ბარსელონამ კუდი გამოიქნიოს და ეს ხალხი ჩააჩუმოს.ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე.ბარსას დაცვა,ერთი დიდი ხვრელია,მაგრამ თუ მესიმ და სუარესმა აიწყვიტეს,მაშინ არც გერმანელებს ელით კარგი დღე.ერთ თამაშში,ბებერ ბარსელონასაც შეუძლია ნებისმიერის დამარცხება
სოსო
21:05 12-08-2020
6
რა თქმა უნდა,აშკარად გააღიზიანეს და ამ ენის უაზრო ჭარტალისთვის აუცილებლად დაისჯებიან.აქამდე ჰიონესი იყო უაზრო ენის ტარტარით ცნობილი და ახლა რუმენიგეც...კი მაგრამ ამ სეზონში შეხვედრია ბაიერნი ბარსას დონის გუნდს?დორტმუნდი,ლაიფციგი,ტოტენჰემი და ჩელსი,ამათზე ძლიერი არ შეხვედრია.გერმანელებს არ ჩვევიათ წინასწარ ტრაბახი,ეხლა რა ჯანდაბა დაემართათ.ან რის იმედად ასე დარწმუნებულად,საოცარია.ასე აღემატებიან ვითომ ბარსას?არ მგონია.
Master
19:07 12-08-2020
4

სიახლეები პოპულარული