ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - 5 წლის შემდეგ, ხოლო პსჟ 25 წლის შემდეგ პირველად გავიდა

AutoSharing Option
ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპი დაიწყო. გუშინ, 12 აგვისტოს, პსჟ-მა "ატალანტას" 2:1 სძლია და ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, წელს ყველა შეხვედრა ერთმატჩიანია.

პარიზული კლუბი 1995 წლის შემდეგ ნახევარფინალში პირველად გავიდა. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე "მილანმა" გამოთიშა.

უკანასკნელი 3 სეზონი პსჟ 1/8-ფინალურ სტადიასაც ვერ სცდებოდა.

გუნდის ფორვარდმა ნეიმარმა კატალონიის "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 2015 წელს მოიგო. მას შემდეგ 1/4-ფინალურ ეტაპს იქით აღარც გასულა. შესაბამისად, ბრაზილიელს 5 წელი დასჭირდა, რათა ნახევარფინალამდე მიეღწია.

ნახევარფინალში პარიზელები "ლაიპციგი" - მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონია, რომ პსჟ უკვე ფინალაშია...
აჩი
17:10 13-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული