სეტიენი: ლევანდოვსკი მესის დონისა არ არის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ მეტოქე გუნდის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.

"ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ლეო მესის დონისა არ არის. ვფიქრობ, ეს გასაგებია.

დიახ, ლევანდოვსკი სეზონის კარგ მონაკვეთს ატარებს და პარტნიორები ძალიან ეხმარებიან.

ისიც კარგია და ლეოც. ეს "ნაპოლისთან" ვნახეთ. კარგია, როდესაც მათი თამაშით შეგვიძლია დავტკბეთ", - ციტირებს სეტიენს "მარკა".

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩი 14 აგვისტოს ლისაბონში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ახლა დავრწმუნდი, რომ სეტიენი კრეტინია. ვინ არის რო მესის დონის?! აღმოაჩინა რა ამერიკა. ბალვან!!!
გერმანელი
01:19 14-08-2020
1
ფეხბურთი გესმის კი შენ
taxmagido
02:17 15-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული