სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
აშკარა იყო ბავარია გავიდოდა,მაგრამ 8:2 :) მაეთლა საფეხბურთო გაკვეთილი ქვია ამას.
გოგა
15 აგვისტო 2020 09:59
1
ბარსელონამ შემადგენლობაში ცვლილებები უნდა განახორციელოს. ამას თითონაც ხვდებიან. განსაკუთრებით დაცვაა გამოსასწორებელი.ახლა კარგი შანსი აქვს ბარსელონას ცენრალურ მცველებად დაითრიოს კვირკველია და ხოჭოლავა!
aburjga
15 აგვისტო 2020 10:03
5
"გაგიჭირდებოდათ " ფეოლა :))
ბოკინიო
15 აგვისტო 2020 03:33
0
სანამ ბართომეუ არ წავა სულ ამ დღეში გეყოლებათ ბარსას ფანებს თქვენი გუნდი.მესიმ,რომ ვერ ითამაშა ფაქტია,მაგრამ კარგად გამოჩნდა,რომ ამ მწვრთელმაც ვერაფერი დაუპირუაპირა ბაიერნს.ტიპები ცხვრის ფარასავით დაერეკებოდნენ მოედანზე მესითურთ.მესის კი 1 ბურთი მაინც უნდა გაეტანა.
კარგით რა
15 აგვისტო 2020 10:10
4
სულ 20-ით 2-ით, რომც წაეგოთ მე ყოველთვის ვრჩები ბარსას და მესის ერთგული გულშემატკივარი. არა უშავს ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ტრადიციულად ჩემს ბარსას და მესის ვუსურვებ, გამოსულიყვნენ ამ მდგომარეობიდან და იმედია ახალი ნორმალური მწვრთნელის ხელში ისევ გაგვახარებენ.
ნონა
15 აგვისტო 2020 09:10
7
ნონა ნეტავი შენნაირი ობიექტური ყველა გულშემატკივარი იყოს. ყოჩაღ ნამდვილი ქომაგი ხარ.
ნონას
15 აგვისტო 2020 10:17
2
ასეთი რამ ასეთ დონეზე მე პირადად მეორედ ვნახე და ორთავეში გერმანელები მონაწილეობდნენ. ერთი გუშინ და ერთი 2014 წლის მსოფლიოზე ბრაზილია 1:7 გერმანია. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანელებმა ზოგადად დანდობა არ იციან და ზეპროფესიონალურად უდგებიან საქმეს. მსგავსად კონცენტრირებული კოლექტივები მე სხვა არც მინახავს. ლაიფციგიც მსგავსს თამაშობს. ესაა ერთი მთლიანი ძრავი რომელშიც ყველა ჭანჭიკი ერთდროულად მოძრაობს და თავისი დატვირთვა გააჩნია. არ არიან კონცენტრირებულები ერთ გამოკვეთილ ლიდერზე.
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2020 12:20
1
კომენტარებში ჩანს რამდენი ჰყოლია გამწარებული მესის თავის დროზე. რამდენი ბოღმა ინთხევა :-) დრონი მეფობენ და არა მეფენი
სამწუხაროდ
15 აგვისტო 2020 08:30
8
ბოღმა არა კვატი. მარადონას რომ ადარებთ, ეგ იმის ბრალია. ყველაფერთან ერთად დიეგო ლიდერი იყო მოედანზე- ჩხუბობდა, თანაგუნდელებს უკიჟინებდა, მესი კი, მესიიიიიიიიიი გაიღვიძე
რაულ გონსალეს ბლსნკო
15 აგვისტო 2020 12:50
1
კაი ვარჯიში გამოუვიდა როტენს :):)
mia san mia
15 აგვისტო 2020 02:09
1
მესი რო უძლიერესია არ ვიდავოთ, ჩავარდნა ყველას აქვს, მაგრამ ძაან საინტერესოა იმ გუნდში რომ არა ხავი და ინიესტა - დღეს მესი სად იქნებოდა? როგორი იქნებოდა? ვფიქრობ იმათ გარეშე ვერ იქნებოდა ასეთი ტიტულოვანი როგორიც დღესაა. არგენტინის ნაკრებს მაგონებს ბარსელონა ხავის და ინიესტას გარეშე.
ბასკი
15 აგვისტო 2020 11:59
2
ბარსას გულშემატკივრების გამკვირვებია,აქამდე რომ მოვიდა გუნდი არ გიკვირთ,მენახირეს რომ ჩააბარებ გუნდს და იმას ლა ლიგის ან ჩემპ.ლიგის მოგებას მოთხოვ მსუბუქათ რომ ვთქვათ იდიოტობაა.ბარსას მმართველებმა სუპერ გუნდისგან პენსიონერთა გუნდი შექმნენ და დასაცინი გახადეს.ეს ეტყობოდა ბარსას ჯერ კიდევ მაშინ რომასთან მოგებული თამაში რომ ჩააფლავეს.ამის შემდეგ უფრო უარესი მოიყვანეს გუნდის სათავეში და შედეგიც სახეზეა.
ბეგო
15 აგვისტო 2020 13:34
2

სიახლეები პოპულარული