"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნის" ნახევარმცველი კოუტინიო 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა.
ბრაზილიელი "ბაიერნში" "ბარსელონადაა" განათხოვრებული, ის კატალონიურმა კლუბმა 2018 წელს "ლივერპულისგან" შეიძინა და ტრანსფერი ბონუსს ითვალისწინებს - თუ ფილიპე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, "ბარსა" ვალდებულია მერსისაიდულ კლუბს 5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მოკლედ, გუშინ კოუტინიომ "ბარსელონას" 2 გოლიც გაუტანა და არაა გამორიცხული, ამას გარდა კიდევ 5 მილიონით აზარალოს. რას იზამ, ასეთია ამ კლუბის გაუმართავი მენეჯმენტი.
კოუტინიო "ბარსას" განადგურებაზე: ბედნიერი ვარ...