ტუხელი: პირველებს რომ გაგვეტანა გოლი, 1:0-ს მოვიგებდით

AutoSharing Option
"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ პსჟ-ის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ. გული და ყველაფერი დანარჩენი მოედანზე დავტოვეთ. ეს ფინალში მოსალოდნელია. შედეგის კონტროლირება არ შეგვიძლია. თავიდანვე ვიფიქრე, რომ პირველი გოლი შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო. ორ ძალიან ძლიერ გუნდს შორის სხვაობა ერთგოლიანი იყო.

ვამაყობ ჩვენი მენტალიტეტით და რამდენიმე უკანასკნელი მატჩით. ეს მაქსიმუმია, რაც შეიძლება მწვრთნელმა მოითხოვოს. დიახ, იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ძალიან არა.

პირველი გოლი დაგვაკლდა. მომენტები გვქონდა, გოლი კი მათ გაიტანეს. დარწმუნებული ვარ, პირველი გოლის გატანის შემთხვევაში 1:0-ს
მოვიგებდით. საკმარისად ცივსისხლიანები არ ვიყავით. გვინდა მბაპემ და ნეიმარმა ყოველთვის გაიტანონ, მაგრამ ამის მოთხოვნა არ შეიძლება", - ციტირებს ტუხელს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Psj magari individualistebi yavs magram bavaria gundia gundi. Momaval cels eg gundi yvelastvis seriozuli problema iqneba. Interesit veli momaval sezonshi bavaria madridis reals.
Milani
19:43 24-08-2020
0
ბარსელონას, რომ რვა გოლი არ გაეშვა 2-0 ხომ მოიგებდა ან ლიონს 3 გოლი რომ არ გაეშვა პენალტების სერიაში ხომ იმარჯვებდა თუ ბაიერნის ყველა ფეხბურთელი ააცილებდა. რა თავისუფალია ხომ მოგება ოცნების სამყაროში
givi
15:54 24-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული