"პარი სენ ჟერმენის" ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალში "ბაიერნთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"იმედგაცრუებულები ვართ, ვერ შევძელით წლის საუკეთესო ჯილდოთი დამთავრება, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი. მთელი ძალით ვიბრძოდით.
ვულოცავ მიუნხენის "ბაიერნს". და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისათვის." - დაწერა ახალგაზრდა ვარსკვლავმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
პსჟ-მა საკუთარ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი ითამაშა და ისიც წააგო, ხოლო ბავარიულმა გრანმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულო მე-6-ედ მოიგო და "ლივერპულს" დაეწია. წინ მხოლოდ "მილანი" (7) და
მადრიდის "რეალი" (13) არიან.