პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნთან" 0:1 დამარცხების შემდეგ ტურნირზე გამარჯვება შეცდომით ლევერკუზენის "ბაიერს" მიულოცა:
"წაგება სპორტის ნაწილია, ჩვენ ყველანი ვცდილობთ და ბოლომდე ვიბრძვით. ყველა თქვენგანს მხარდაჭერისათვის მადლობას გიხდით და "ბაიერს" გამარჯვებას გილოცავთ".
ლევერკუზენულმა კლუბმა ნეიმარს უმალ "ტვიტერით" უპასუხა: "გმადლობთ! არ ვიცით, რატომ გვილოცავთ, ჩვენ ხომ შვებულებაში ვართ და ვიდეოთამაშებით ვერთობით, მაგრამ მაინც მადლობლები ვართ".