ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში კიევის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ალკმაარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შესვენების შემდეგ ანგარიში ჟერსონ როდრიგესმა გახსნა, რომელიც გასულ სეზონში "ანკარაგიუჯიუში" იყო განათხოვრებული, ხოლო მატჩის დასასრულს სტუმართა კარი შაპარენკომ დალაშქრა.
თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი "დინამოს" განაცხადში არ იყო.
ტურნირის პლეი-ოფში "დინამო" "გენტისა" და "რაპიდის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.