უტკინმა "ბრიუგესთან" ნამატჩევს "ზენიტი" განავალს შეადარა

AutoSharing Option
რუსმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" 1:2 წაგების შემდეგ "ზენიტს" დასცინა.

"ვერ დაწვება "ზენიტი" ვერც ბრიუგეში და ვერც სხვაგან ფსკერზე, ვინაიდან იქ ადგილი "დინამოს" აქვს დაკავებული", - დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ბლოგერმა ვასილი კონოვმა.

"ვასია, "ზენიტი" ფსკერზე სულ სხვა მიზეზის გამო ვერ დაწვება. ის გარდაუვლად ამოტივტივდება", - უპასუხა უტკინმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსოფილებს რომ ჰკითხო,რუსეთის ჩემპიონატი სიძლიერით მხოლოდ ტოპ ხუთს ჩამოუვარდება და ბევრად აღემატება ბელგიის ჩემპიონატს,რომლის ბინადარმაც დაამარცხა გასვლაზე რუსეთის ჩემპიონი,რომელიც სხვათა შორის მიმდინარე ჩემპიონატსაც ლიდერობს,აი ასე!!!
23
რა რუსოფილია და რუსოფობია აგიტყდებათ ხოლმე, სპორტული საიტია. ზენიტი იყო მიჩნეული ფავორიტად, ჩვენ კი არ მიგვიჩნევია ქართველებს, ასე იყო ტოტალიზატორებში. რა არის გასაკვირი, რომ საერთო დონით აღემატება, ფინანსებითაც, ფეხბურთელების ხარისხითაც? ფეხბურთია და მოხდა პირიქით, კრასნოდარმა კი საფრანგეთის წარმომადგენელთან ითამაშა ფრე გასვლაზე. ძლიერია რუსეთის ჩემპიონატი ბელგიისაზე, ყველა რეიტინგში ასეა. ჩვენმა ლოკომოტივმა, რომ დაამარცხა მოსკოვის დინამო, მაგრად გავიხარეთ, მაგრამ მთლიანობაში რა - მაღალი დონის ჩემპიონატი გვაქვს? მეძახეთ ახლა რუსეთუმე...
ზურა
09:41 21-10-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული